ტოკუგავა და სხვა ოსტატები

2018/10/29
22-25 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა იაპონური კულტურული ღონისძიებების ციკლი: "ტოკუგავა და სხვა ოსტატები“. ასობით სტუმარი დაესწრო ნარიმასა ტოკუგავას ლექციას (ტოკუგავა-შოგუნატის ოჯახის მიტოს შტოს მე-15 თავკაცი) ლექციებს ედოს პერიოდის და ტოკუგავების ოჯახის შესახებ; კაკიემონ საკაიდას (კაკიემონის ფაიფურის მე-15 თავკაცი) ლექციებს; ჩაის ცერემონიას, რომელსაც უძღვებოდა ჩაის სკოლის „ურა სენკეს“ ოსტატი ნაოკო მაცუდაირა და იაპონურ კალიგრაფიას, შიოდოს, რომელსაც უძღვებოდა ოსტატი კოშიუ (აკემი ლუკასი).
 
   
      ელჩის მისასალმებელი სიტყვა                                            მიხეილ გიორგაძის მისასალმებელი სიტყვა

   
შიოდოს დემონსტრაცია და ნარიმასა ტოკუგავას ლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

   
კაკიემონ საკაიდას ლექცია და ჩაის ცერემონია საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში

   
               ჩაის ცერემონია საქართველოს ეროვნულ               შიოდოს დემონცტრაცია საქართველოს ხელნაწერთა
   ბოტანიკურ ბაღში                                                             ეროვნული ცენტრში


 ტოკუგავას ლექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში