იაპონიის მოხალისეთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება
2019/12/25
25 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მისმა აღმატებულება ბატონმა დავით ზალკალიანმა ხელი მოაწერეს ნოტების გაცვლის გზით იაპონიის მოხალისეთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამის შეთანხმებას.
აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს იაპონური მხარის მიერ საქართველოში ე.წ. მოხალისეების მივლინებას სხვადასხვა სფეროში დახმარების გასაწევად და საქართველოში ეკონომიკური და საზოგადოებრივი განვითარების პროცესის ხელშესაწყობად.