იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო სადილი
2018/9/10
4 სექტემბერი, 2018

4 სექტემბერს, თბილისის დროით 12:30 საათზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ტარო კონოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შორის სამუშაო სადილი გაიმართა, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა.
მინისტრებმა გაცვალეს აზრები აღმოსავლეთ აზიისა და კავკასიის რეგიონის მდგომარეობის შესახებ. ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა კონომ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხთან დაკავშირებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულება. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაგებით მოეკიდება და მხარს დაუჭერს იაპონიას ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიის მოქალაქეების გატაცების საკითხში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს იაპონიის პოზიციას.