„მსოფლიოს ამ კუთხეში“ ანიმაციური ფილმის ჩვენება ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე

2022/9/6
6 სექტემბერს, იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად, ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ნაჩვენები იქნა იაპონური ანიმაციური ფილმი „მსოფლიოს ამ კუთხეში“.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროშიმაში გადაღებული იაპონური ანიმაციური ფილმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარე სოფელ ნიქოზში  გამართულ ფესტივალზე ჩატარდა, რამაც მონაწილეებს მისცა კარგი შესაძლებლობა დაფიქრებოდნენ მშვიდობის ღირებულებაზე.