იაპონიის იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნად გამართული მიღება

2023/2/17
     

     


15 თებერვალს, თბილისში იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. მიღებას ბევრი სტუმარი დაესწრო, მათ შორის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის სფეროს წამომადგენლები. მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა ბატონმა ლევან დავითაშვილმა – საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იაპონური ტრადიციული „ლომის ცეკვა“, წარმოდგენილი იყო სუში, საკე და იაპონიაში წარმოებული ბრინჯი. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ იაპონურ კომპანიებსა და იაპონიის ტურიზმის სარეკლამო ვიდეოებს.