გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების და კულტურული პროექტები
| GGP/GCGP შესახებ | განხორციელებული პროექტები | კითხვა-პასუხი | განაცხადის შევსება |
გრასრუტების საგრანტო პროექტები არის საგრანტო სქემა, რომელიც აქტიურად ხორციელდება საქართველოში 1998 წლიდან. აღნიშნული გრანტი წარმოადგენს ოფიციალური განვითარების ხელშეწყობის ფინანსური დახმარების ნაწილს, რომელიც გამოყოფილია პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე. საგრანტო სქემა ადგილობრივ გრასრუტ დონეზე ეხმარება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.
გრასრუტების საგრანტო პროექტები ხორციელდება ორი მიმართულებით:
- I გრასრუტების და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტები (GGP)
- II გრასრუტების და კულტურული დახმარების პროექტები (GCGP)
I. გრასრუტების და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტები (GGP)
გრასრუტების და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტები მიზნად ისახავს "ადამიანთა უსაფრთხოების" ბაზისის შექმნას, მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისათვის. გრასრუტების სქემა ცდილობს ხალხისა და თემისათვის იმ პრიორიტეტული დარგების აღჭურვას და უზრუნველყოფას, როგორებიცაა: პირველადი ჯანდაცვა, სავალდებულო განათლება, სოფლის მეურნეობა, სოციალური დაცვა, სიღარიბის დაძლევა, და ნებისმიერი სხვა სფერო, რომელიც ეხება ადამიანთა აუცილებელი სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
პროექტის მიმართულებები:
თუ პროექტი მიზნად ისახავს გრასრუტის დონეზე დახმარებას, ის შეიძლება დაფინანსდეს საგრანტო სქემის ფარგლებში, მაგრამ უმეტესწილად ფინანსდება შემდეგი სფეროები::
- საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია
- საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია
- სხვა.
- არაკომერციული საავადმყოფოების რეაბილიტაცია და აღჭურვა
- საავადმყოფოებისათვის სასწრაფო დახმარების მანქანების გამოყოფა
- სხვა.
- ხანდაზმულთა ცენტრის დაარსება
- სარეაბილიტაციო ცენტრი უნარშეზღუდულთათვის
- სხვა.
- სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მიწოდება სასოფლო თემებისთვის
- შესანახი, შესაფუთი და გადასამუშავებელი ცენტრების დაარსება
- სხვა.
- გაბიონების აშენება და მდინარეების კალაპოტების გამაგრება
- წყალმომარაგების სისტემის განვითარება
- სხვა.
- გარემოს დაცვის პროექტები
- უსაფრთხოების პროექტები (მაგალითად, განაღმვითი სამუშაოები)
- სხვა.
ორგანიზაციების კრიტერიუმები
ყველა არაკომერციულ ორგანიზაციას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგრანტო კონკურსში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მსგავს პროექტებს, რაც ზემოთ არის ჩამოთვლილი გრასრუტის დონეზე საქართველოში.
- ორგანიზაცია ჩამოყალიბებულია, რეგისტრირებულია, და ფუნქციონირებს არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.
- ორგანიზაციას შეუძლია წარადგინოს ორი წლიური ბრუნვის ანგარიში
- ორგანიზაციას ჰყავს ხუთი მუდმივი თანამშრომელი
- ორგანიზაციას აქვს მსგავსი პროექტების განხორცილების გამოცდილება; სასურველია სხვა დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორობა
- ორგანიზაციას შეუძლია წარადგინოს საელჩოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე
- ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ საგრანტო სქემის ფარგლებში ვერ დაფინანსდება ისეთი ტიპის ხარჯები, როგორებიცაა: ორგანიზაციის ადმინისტრაციული ხარჯები, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტირება, თანამშრომლების ხელფასები და ა.შ.
- ორგანიზაცია კეთილსინდისიერია და მოტივირებული არაა პირად სარგებელზე
- კერძო პირები და კომერციული ორგანიზაციები ვერ მიიღებენ დაფინანსებას!
- ამჯერად ვერ ვაფინანსებთ სამთავრობო სტრუქტურებს, დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საელჩოს საგრანტო განყოფილებას.
იაპონიის მთავრობა პროექტების არჩევის დროს, პრიორიტეტს მიანიჭებს და დააფინანსებს იმ პროექტს, რომელიც გავლენას მოახდენს საზოგადოებასა და პროექტის მდგრადობაზე. უპირველეს ყოვლისა, სააპლიკაციო განაცხადმა უნდა წარმოაჩინოს ორგანიზაციის მიერ პროექტის მართვის უნარი, წარადგინოს ანგარიშები და, აგრეთვე, დაადასტუროს პროექტის მდგრადობა და ქმედითუნარიანობა მინიმუმ ათი წლის განმავლობაში.
დაფინანსების შესაძლებლობა
იაპონიის სახელმწიფოს საგრანტო თანხის მიმღები ყოველწლიურად იდენტიფიცირდება შემოწმების და შეფასების შედეგად. პროექტის ღირებულება ძირითადად არ აღემატება 10 მილიონ იენს , და ირიცხება ამერიკულ დოლარში ფიქსირებული სავალუტო კურსით (ზუსტი სავალუტო კურსის შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლება სააპლიკაციო სექციაში).
საგრანტო თანხა გაიცემა მხოლოდ:
- შენობების/ კულტურული ძეგლების/ნაგებობების მშენებლობა/რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციისათვის/თუ ისინი წარმოადგენენ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ობიექტს
- აუცილებელი ტექნიკის შესაძენად
- ადამიანური რესურსების შესაძლებლობების განვითარება, ტრეინინგი ბენეფიციარებისათის ან გრანტის მიმღები ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის
საგრანტო თანხა არ გამოიყოფა:
- აპლიკანტი ორგანიზაციის თანამშრომლის ხელფასების ან სხვა ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად/, აგრეთვე, კომუნალური გადასახადების დასაფარად
- კონფერენციების, კველვების ჩასატარებლად, ექსპერტების დასაქირავებლად
- მიწის ნაკვეთის, პირადი ტრანსპორტის, საოფისე ტექნიკის, შინაური ცხოველების ან სათესი მასალის შესაძენად)
- იჯარის, ან/და კომუნალური გადასახადების დასაფარავად
- ტექნიკის ან შენობის ადმინისტრაციული ან/და შენახვის საფასურისათვის
- მცირე ან/და მრავალი პატარა ნივთის შესაძენად, რომლის ფიზიკური არსებობის შემოწმება რთულდება
საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტები 10 წლის განმავლობაში უნდა არსებობდეს. მდგრადობის კონცეფცია ძირითადი კრიტერიუმია შერჩევის პროცესში; ამიტომაც აუცილებელია მასზე ყურადღების გამახვილება სააპლიკაციო დოკუმენტაციის მომზადების დროს. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ორგანიზაციას ეძლევა ერთი წელიწადი პროექტის შესასრულებლად. პროექტის მსვლელობის დროს ორგანიზაცია ვალდებულია წარადგინოს შუალედური ანგარიშები, აგრეთვე, უმასპინძლოს მონიტორინგის ჯგუფებს საჭიროებისამებრ. დასრულებისას პროექტი შემოწმდება აუდიტის მიერ.
საგრანტო ფონდო ერთწლიანია და ერთჯერადია. საგრანტო თანხა ფიქსირებულია. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის მსვლელობის დროს პროექტის ხარჯები გაიზრდება, ეს ხარჯები აპლიკანტმა ან სხვა დონორმა უნდა გაიღოს.
განაცხადის შევსება
თუ თქვენი ორგანიზაცია აკმაყოფილებს ზემოდ აღნიშნულ კრიტერიუმებს და თქვენ გსურთ მიიღოთ საგრანტო თანხა კულტურული პროექტის განსახორციელებლად ჩვენს მიერ ჩამოთვლილ სფეროებში , მიმართეთ სააპლიკაციო სექციას.
II. გრასრუტების კულტურული საგრანტო პროექტები (GCGP)
მიზნები:
"კულტურული გრასრუტების საგრანტო სქემა" (GCGP) უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას, რათა განვითარდეს კულტურის, სპორტის და უმაღლესი განათლების პროექტები, რომლებსაც ახორციელებენ არა–კომერციული ორგანიზაციები ( არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით, აგრეთვე ადგილობრივი მთავრობა, კვლევის და უმაღლესი განათლების ინსტიტუციები, და ა.შ.), რომლებიც ახორციელებენ თავის მუშაობას გრასრუტ დონეზე.
კულტურული გრასრუტ პროექტები ხელს უწყობენ კულტურული და უმაღლესი განათლების დონის ამაღლებას საქართველოში და იმავედროულად ასრულებენ მედიატორის როლს იაპონიასთან კულტურული კავშირების გაღრმავების პროცესში. ამიტომ , ამ “დამაკავშირებელი ელემნტის” არსებობა პროექტში მნიშნელოვანია.
ორგანიზაციების კრიტერიუმები
ნებისმიერი არა–კომერციული ორგანიზაცია შეიძლება გახდეს გრანტის მიმღები . შერჩევის კრიტერიუმი ეფუძვნება შემდეგპირობებს: არაკომერციული ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს კულტურის, უმაღლესი განათლების ( სპორტის პოპულარიზაცია) გრასრუტ დონეზე.
- არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მსგავს პროექტებს, რაც ზემოთ არის ჩამოთვლილი გრასრუტის დონეზე საქართველოში.
- ორგანიზაცია ჩამოყალიბებულია, რეგისტრირებულია, და ფუნქციონირებს არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.
- ორგანიზაციას შეუძლია წარადგინოს ორი წლიური ბრუნვის ანგარიში
- ორგანიზაციას ჰყავს ხუთი მუდმივი თანამშრომელი
- ორგანიზაციას აქვს მსგავსი პროექტების განხორცილების გამოცდილება; სასურველია სხვა დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორობა
- ორგანიზაციას შეუძლია წარადგინოს საელჩოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე
- ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ საგრანტო სქემის ფარგლებში ვერ დაფინანსდება ისეთი ტიპის ხარჯები, როგორებიცაა: ორგანიზაციის ადმინისტრაციული ხარჯები, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტირება, თანამშრომლების ხელფასები და ა.შ.
- ორგანიზაცია კეთილსინდისიერია და მოტივირებული არაა პირად სარგებელზე
- კერძო პირები და კომერციული ორგანიზაციები ვერ მიიღებენ დაფინანსებას!
- ამჯერად ვერ ვაფინანსებთ სამთავრობო სტრუქტურებს, დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საელჩოს საგრანტო განყოფილებას.
პროექტის მიმართულებები:
იმ შემთხვევაში თუ განვითარების პროექტები მიმართულია კულტურული, სპორტის და უმაღლესი განათლების გაუმჯობესებაზე გრასრუტ დონეზე, მათი დაფინანსება შესაძლებელია გრასრუტების საგრანტო სქემით. ამავდროულად მნიშნელოვანია პროექტში აისახოს იაპონიასთან კულტურული კავშირების გაღრმავების პროცესი . კულტურული გრასრუტ პროექტები უნდა შენარჩუნდესმინიმუმ 10 წლის განმავლობაში. პროექტის მდგრადობა აუცილებელია.
სამაგალითო პროექტები, რომელთა განხორციელება შესაძლებელია:
- მნიშვნელოვანი კულტურული დაწესებულებების აჭურვა
- საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაცია
- სპორტული დარბაზების განახლება და ინფრასტრუქტურის განვითარება
- მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილების დაცვა
- სხვა.
დაფინანსების შესაძლებლობა
იაპონიის სახელმწიფოს საგრანტო თანხის მიმღები ყოველწლიურად იდენტიფიცირდება შემოწმების და შეფასების შედეგად. პროექტის ღირებულება ძირითადად არ აღემატება 10 მილიონ იენს , და ირიცხება ამერიკულ დოლარში ფიქსირებული სავალუტო კურსით (ზუსტი სავალუტო კურსის შესახებ ინფორმაციის მიღება შეიძლება სააპლიკაციო სექციაში).
საგრანტო თანხა გაიცემა მხოლოდ:
- შენობების/კულტურული ძეგლების/ ნაგებობის მშენებლობა/რეკონსტრუქცია /რეაბილიტაციისათვის/თუ ისინი წარმოადგენენ საერთშორისო მნიშვნელობის მქონე ობიექტს
- აუცილებელი ტექნიკის შესაძენად
საგრანტო თანხა არ გამოიყოფა:
- აპლიკანტი ორგანიზაციის თანამშრომლის ხელფასების ან სხვა ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად/, აგრეთვე, კომუნალური გადასახადების დასაფარად
- კონფერენციების, კვლევების ჩასატარებლად, ტრეინინგების, უნარ-ჩვევების გასაძლიერებლად, ექსპერტების დასაქირავებლად (ან/და სხვა ტიპის განვითარების კომპონენტისათვის)
- მიწის ნაკვეთის, პირადი ტრანსპორტის, საოფისე ტექნიკის, შინაური ცხოველების ან სათესი მასალის შესაძენად)
- იჯარის, ან/და კომუნალური გადასახადების დასაფარავად
- ტექნიკის ან შენობის ადმინისტრაციული ან/და შენახვის საფასურისათვის
- მცირე ან/და მრავალი პატარა ნივთის შესაძენად, რომლის ფიზიკური არსებობის შემოწმება რთულდება
განაცხადის შევსების ფორმა
თუ თქვენი ორგანიზაცია აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს და გსურთ მიიღოთ საგრანტო თანხა კულტურული პროექტის განსახორციელებლად ჩვენს მიერ ჩამოთვლილ სფეროებში , გთხოვთ, მიმართეთ სააპლიკაციო სექციას.
ფოტო-გალერეა