გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარების და კულტურული პროექტები
| GGP/GCGP-ს შესახებ | განხორციელებული პროექტები | კითხვა-პასუხი | განაცხადის შევსება |
კითხვა:შესაძლებელია პროექტის დაფინანსება იყოს 10,000,000 იენზე მეტი?
პასუხი: ძირითად შემთხვევაში არა. მაგრამ გამონაკლისი დაშვებულია. ნებისმიერ შემთხვევაში რეკონდირებლი არ არის იმ თანხის მეტი მიღება ვიდრე ის რაც აღნიშნულია სააპლიკაციო სექციაში.
კითხვა: რომელ ენაზე ივსება განაცხადი?
პასუხი: ყველა საბუთი და ოფიციალური კორესპონდენცია უნდა იყოს წარმოდგენილი მხოლოდ ინგლისურ ენაზე. გამონაკლისის სახით , სატელეფონო საუბრები და მოკლე კორესპონდენცია სურვილისამებრ შეიძლება განხორციელდეს საელჩოს წარმომადგენლების სასურველ ენაზე.
კითხვა: შეიცავს თუ არა საგრანტო თანხა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების ხელფასს?
პასუხი: არა, საგრანტო ფონდები , გამოიყენება მხოლოდ ტექნიკური კომპონენტისათვის, და დაუშვებელია მათი გამოყენება ადმინისტრაციული ან სახელფასო ხარჯებისათვის.
კითხვა:არის თუ არა თანადაფინანსება საპროექტო განაცხადის აუცილებელი პირობა.
პასუხი:აპლიკანტის მიერ თანადაფინანსება მისასალმებელია, მაგრამ აუცილებლობას არ წარმოადგენს.
კითხვა: ჩვენი ორგანიზაცია დაარსდა 3 წელზე ადრე, მაგრამ რეგისტრირებულია მხოლოდ 2 წლის წინ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია განაცხადის წარდგენა?
პასუხი:სამწუხაროდ, არა! მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომლებსაც სამ წელზე მეტი პრაქტიკული და იურიდიული გამოცდილება აქვთ, მიიღებენ მონაწილეობას საგრანტო კონკურსში.
კითხვა: თუ გაქვთ გამოცხადებული საკონკურსო ვადები?
პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში შეგვიძლია სააპლიკაციო საბუთების მიღება, დოკუმენტაცია განიხილება სააპლიკაციო სექციაში მითითებული ვადების პერიოდში. ფისკალური წლის განმავლობაში რამოდენიმე საბოლოო ვადა გვაქვს.
კითხვა: ერთზე მეტი პროექტის წარდგენის უფლება თუ გვაქვს?
პასუხი: არა, ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი.
კითხვა: როგორია პროექტის ხანგრძლივობა?
პასუხი: პროექტი უნდა განხორციელდეს ერთი წლის ვადაში საგრანტო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან. პროექტის “მდგრადობა” უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ 10 წლის განმავლობაში. შესაბამისად, “მდგრადობის”კომპონენტს აქვს უპირატესობა.
კითხვა: როგორ ამოწმებს საელჩო პროექტის განხორციელებას?
პასუხი: საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ , საელჩო ავალდებულებს პროექტის პარტნიორს, წარმოადგინოს პროექტის მსვლელობის ანგარიშები. მონიტორინგის გუნდი ხშირად ახორციელებს პროექტის შემოწმებას. აგრეთვე პროექტის დასრულებისას საელჩოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია ახორციელებს პროექტის ფინანსურ და ფიზიკურ შემოწმებას.
კითხვა: რა პერიოდში გავიგებთ შერჩევის პასუხს?
პასუხი: საბუთების მიღების ბოლო ვადიდან სამი თვის შემდეგ მხოლოდ გამარჯვებული აპლიკანტები მიიღებენ პასუხს.
კითხვა: რატომ უზრუნველჰყოფს იაპონია საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას?
პასუხი: საქართველოს გარდა გრასრუტის პროექტები ფინანსდება მსოფლიოს სხვადასხვა 100-ზე მეტ ქვეყანაში. იაპონიის ხალხს და მთავრობას სურს, დაეხმაროს განვითარებად საზოგადოებას მატერიალურად, რათა მოხდეს თანამედროვე უსაფრთხო და სტაბილურ გარემოსთან ინტეგრაცია.