ვაკანსია (ბუღალტერი/ადმინისტრაციული ასისტენტი) (აპლიკაციის მიღება დასრულდა)

2022/12/27
მოვალეობები:
  • ბუღალტრულ/ადმინისტრაციულ საკითხებში დახმარება;
  • აქტიური მონაწილეობა საოფისე სივრცის და აღჭურვილობის გამართულად მუშაობაში;
  • ადგილობრივ ორგანიზაციებთან კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • შეხვედრების დაგეგმვა;
  • საკონტაქტო ინფორმაციის განახლება და შენახვა;
  • პერიოდულად მიმღების მოვალეობების შეთავსება;
  • საელჩოს ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება.
 
მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ან განათლების უფრო მაღალი საფეხური;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცის ბრწყინვალე უნარი (უპირატესობად ჩაითვლება იაპონური ენის კარგად ცოდნა);
  • დადასტურებული სამუშაო გამოცდილება  მდივნის ან/და ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართული საზოგადოების სიღრმისეული ცოდნა;
  • თანამშრომლობითი პიროვნული მახასიათებლები და პოზიტიური დამოკიდებულება.
 
პირობები:
სრულ განაკვეთიანი სამუშაო, რომელიც დაიწყება 2023 წლის თებერვლიდან
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-17:45 (შესვენება 13:00-14:00)
პერიოდულად საჭირო იქნება ზეგანაკვეთური შრომა, რომელიც ანაზღაურდება საათობრივად
ანაზღაურება: თანხვედრაში იქნება საელჩოს წესდებასთან
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
 
წარმოსადგენი დოკუმენტები:
სააპლიკაციო ფორმა (ინგლისურად)
პასპორტის მთავარი გვერდის ასლი

აპლიკაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: georgia@tb.mofa.go.jp
 
დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადა: 10 იანვარი, 2023
 
გასაუბრება
საელჩო განახორციელებს აპლიკანტთა პირველად სკრინინგს წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით. წარმატებულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან გასაუბრებაზე.