იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატი ბრეგაძეს შეხვდა

2023/10/20
18 ოქტომბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატი ბრეგაძეს. მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ორ ქვეყანას შორის და, აგრეთვე, ახალი ტექნოლოგიების საშუალებით სერვისების მიწოდების სფეროს გაუმჯობესების შესახებ.