იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი „იაპონიის ატომური დაბომბვის“ გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო

2023/12/21
15 დეკემბერს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „იაპონიის ატომური დაბომბვის“ გამოფენის გახსნის ცერემონიას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. გამოფენა ტარდებოდა ატომური დაბომბვის მსხვერპლთა ნაგასაკის მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის ორგანიზებით.