იაპონიის იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნად გამართული მიღება

2024/3/5


22 თებერვალს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, მეუღლესთან ერთად, სასტუმრო პულმანში იაპონის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლა. ქართულმა ტრადიციულმა პოლიფონიურმა ანსამბლმა შეასრულა იაპონიასა და საქართველოს ჰიმნები, რის შემდეგ მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა ელჩმა და შემდგომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის, კულტურის და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები. წარმატებულად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საქართველოში რეგისტრირებული იაპონური კომპანიები და მათი პროდუქტები. აგრეთვე, იაპონიის განვითარების დახმარების პროგრამები საქართველოსთვის და  იაპონიის ტურისტული ვიდეორგოლები.  სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ იაპონური საკე, ჩაი და ელჩის შეფ-მზარეულის მიერ მომზადებული სუში.
ამ მიღებით აგრეთვე აღინიშნა საქართველოში იაპონიის საელჩოს დაარსების 15 წლისთავი და იყო შესანიშნავი შესაძლებლობა იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად.