იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი საქართველოს ეროვნულ ბაღში გამართულ „საკურას ყვავილობის დღეების“ ფესტივალს შეუერთდა

2024/4/15
  

13 აპრილს, იაპონიის ელჩი საქართველოში ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, მეუღლესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში გამართულ „საკურას ყვავილობის დღეების“ ფესტივალს შეუერთდა. თავიდან, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ქ-ნმა ირინე დანელიამ გააცნო სტუმრებს იაპონური ბაღი, შემდეგ მთავარ სცენაზე ელჩმა იშიძუკამ კალიგრაფიის ჩვენება გამართა. ქართულმა ფოლკლორულმა გუნდმა შეასრულა საკურასადმი მიძღვნილი სიმღერა „საკურა საკურა“, ამასთანავე იაპონური კულტურის მოყვარულებს საქართველოში შეეძლოთ ენახათ კალიგრაფიის, ჩაის ცერემონიისა და სუშის დამზადების მასტერკლასი, რაც იყო შესანიშნავი შესაძლებლობა იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად.