იაპონური ჩაის ცერემონია საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში
2024/6/4





4 ივნისს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, მეუღლესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში არსებულ იაპონურ ბაღში ჩაის ცერემონიას უმასპინძლა. ღონისძიებას გაუძღვნენ საგანგებოდ მოწვეული იაპონელი ჩაის ოსტატები და შემსრულებლები ტოშიკო ონერი (ჩაის ცერემონიის ოსტატის სახელი SOHO) და იუ კომაკი.
მისასალმებელ სიტყვაში, ელჩმა ისაუბრა იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული გაცვლის მნიშვნელობაზე ჩაის ცერემონიის საშუალებით. სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა, როგორც თანაორგანიზატორმა, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ქ-მა ირინე დანელიამ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბიზნეს სფეროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებმაც შეძლეს იაპონური ჩაის დაგემოვნება. მოწვეული იყო ასევე ადგილობრივი ტელევიზია, რომელმაც გააშუქა ღონისძიება და გააცნო ტელემაყურებლებს იაპონური ჩაის ცერემონიის კულტურა.
დამატებით, ღონისძიებას „ქართული სასწავლებლის“ იაპონური ენის შემსწავლელი სტუდენტების დაესწრნენ და სკოლის წარმომადგენელმაც პირადად შეძლო იაპონური ტრადიციული ჩაის დაგემოვნება და იაპონური კულტურის ახლოდან გაცნობა.