იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ პანელურ დისკუსიას დაესწრო
2024/6/17


15 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვევით, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე „ევროპული ინტეგრაცია სწავლებასა და კვლევაში“.
პანელის მონაწილე პროფესორებმა წარადგინეს პრეზენტაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შევაფასოთ კლიმატის დაჩქარებული გლობალური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეები, და იმსჯელეს გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელი გზების შესახებ, მათ შორის საერთაშორისო ერთობლივი პროექტებისა და ცენტრების განვითარების აუცილებლობაზე.
ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში განახლებადი ენერგიის ზრდასა და იაპონია-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ენერგიტიკისა და განათლების სფეროებში.