იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ბაკურ ავსაჯანიშვილს

2024/7/22

20 ივლისს, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბ-ნი იშიძუკა ჰიდეკი შეხვდა მცხეთა-თიანეთის რეგიონის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს ბ-ნ ბაკურ ავსაჯანიშვილს და განიხილა „რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა“.

ელჩმა აღნიშნა იაპონიასა და საქართველოს შორის მსგავსებები ლოკალური სამზარეულოს მეშვეობით რეგიონების აღორძინების კუთხით და ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. „ტოვადა ბარაიაკი სემინარის“ წევრებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ შეხვედრას, მერს გაუზიარეს მოსაზრებები ქალაქის აღორძინების თემაზე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

მოგახსენებთ, რომ გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების პროგრამის „ჩოხატაურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შეძენის შესახებ“ პროექტის მეშვეობით ყაზბეგის მუნიციპალიტეტს გადაეცა მაღალი განმავლობის და თანამედროვე  სამედიცინო აღჭრვილობის მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.