ყოფილ კომუსუბის, ლევან ცაგურიას (კოკკაი) იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის 2024 წლის საპატიო სიგელი გადაეცა

2024/8/2
     
 
1 აგვისტოს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის საგარეო საქმეთა მინისტრის 2024 წლის ჯილდოს მიმღებთა სია გამოაქვეყნა.
ჩვენი იურისდიქციის ქვეშ მყოფი, სუმოს მეშვეობით იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული გაცვლის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ქვემოთ აღნიშნული პირი:
 
მიმღების სახელი: კოკკაი ფუტოში (ლევან ცაგურია), ყოფილი კომუსუბი, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი
მიღწევა: სუმოს მეშვეობით იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული გაცვლის ხელშეწყობა
 
სუმოისტი რინგზე პირველად 2001 წელს გამოჩნდა და ცოტახანში კომუსუბის რანგამდე მიაღწია. ის ცნობილია როგორც პირველი ევროპელი სეკიტორი. 2012 წელს, სუმოდან გაცილების შემდეგ, მან განაგრძო საქართველოში სუმოს პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მოჭიდავეების მომზადება. კოკკაი ასევე დაუღალავად მუშაობს საქართველოში სუმოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, მედიის საშუალებით გაზარდა მისი ხილვადობა და პოპულარობა, რამაც გამოიწვია სუმოს მოჭიდავეების რაოდენობის ზრდა. საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტის როლში, კოკკაი  სპორტის ამ სახეობის მეშვეობით აგრძელებს იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას.
 
2 აგვისტოს, იაპონიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ სატელეფონო საუბარში ჯილდო მიულოცა ბატონ ლევან ცაგურიას (კოკკაის). ბატონმა ცაგურიამ სიხარული გამოხატა.
კოკკაის კომენტარი: „დიდი მადლობა. ასევე განსაკუთრებული მადლობა იაპონელ ხალხს მთელი ამ დროის განმავლობაში გაწეული თანადგომისთვის.“
 
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელის მთავარი მიზანია გამოხატოს პატივისცემა იმ ინდივიდებისა თუ ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში. ამასთან, დაჯილდოება მიზნად ისახავს გააცნოს საზოგადოებას ამ ინდივიდებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობა და გამოხატოს მხარდაჭერა. 2024 წელს სიგელს მიიღებს 186 ინდივიდი და 59 ორგანიზაცია (აქედან 38 ინდივიდი და 6 ორგანიზაცია იაპონიიდან, ხოლო 148 ინდივიდი და 53 ორგანიზაცია საზღვარგარეთიდან). იაპონიაში მოღვაწე ყველა დაჯილდოებული მიიღებს სიგელს, ხოლო ინდივიდი - დამატებით პრიზსაც. რაც შეეხება საზღვარგარეთ მყოფ პრიზიორებს, პირველ ეტაპზე მათ გადაეცემათ სიგელი, ხოლო დამატებით პრიზს,  მათი რეზიდენტობის ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით მიიღებენ.
 
 
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ბმული: 
https://www.mofa.go.jp/mofaj/press/release/pressit_000001_00959.html