2024 წლის პრეს-ტური

2024/8/7
2024 წლის 29 ივლისს გაიმართა პრეს ტური ქართული მედიისთვის. პრეს ტურში ჩართული იყო 13 ჟურნალისტი და ოპერატორი, 9 ონლაინ მედიიდან, გაზეთიდან და ტელევიზიიდან. ტურში მონაწილეთა შორის ასევე იყვნენ აჭარის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრი და აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი.
აჭარის ჯგუფმა მოინახულა საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ორი პროექტი: „აჭარაში ტყის ხანძრის საპასუხოდ და პრევენციისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა“ და „მანდარინის სათბურ-იზოლატორის მოწყობა აჭარის ა/რ-ში“. ამასთანავე, ჯგუმა მოინახულა 2022 ფისკალური წლის დამატებითი ბიუჯეტის ფარგლებში, განხორციელებული პროექტი „განვითარებადი ქვეყნების დეკარბონიზაციისა და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით“.
 
ეს პრეს-ტური მიზნად ისახავდა ადგილობრივ მედიაში იაპონიის განვითარების დახმარების პროგრამის გაშუქების გაძლიერებას, რათა მეტი ინფორმაცია მიეწოდოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა თუ მოქალაქეებს.

დამატებითი ინფორმაცია პრეს-ტურთან დაკავშირებით

მონაწილეებმა ტურის ფარგლებში თავდაპირველად ბათუმში განხორციელებული პროექტი „აჭარაში ტყის ხანძრის საპასუხოდ და პრევენციისთვის მძიმე ტექნიკის შეძენის“ მოინახულეს. ამ პროექტის მთავარი მიზანია კატასტროფებზე რეაგირების და პრევენციის შესაძლებლობების გაძლიერება, აჭარაში სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის სტაბილიზაცია და ბოლო პერიოდში პრობლემად ქცეული ტყის ხანძრების საპასუხოდ და პრევენციისთვის მძიმე ტექნიკით უზრუნველყოფა.
 
შემდეგ, მონახულებული იქნა ჩაქვში განხორციელებული პროექტი „მანდარინის სათბურ-იზოლატორის მოწყობა აჭარის ა/რ-ში“, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მანდარინის ნერგები გაშენდეს ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების შემცირებული გამოყენებით, რაც მცირე და საშუალო ფერმერებს გაუმჯობესებული, ხარისხის ნერგების მოყვანის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ფარგლებში აშენდა 840 მ2 სათბური.
 
ტურის ბოლოს, მონაწილეები ეწვივნენ მაჭახელას ეროვნულ პარკს, სადაც მოინახულეს პროექტი „განვითარებადი ქვეყნების დეკარბონიზაციისა და კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით“. პროექტის მთავარი მიზანია GX-ის (Green Transformation) და მისი ძირითადი კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ღონისძიებების პოპულარიზაცია, რაც მოიცავს დეკარბონიზაციას კლიმატის ცვლილების რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებში. ტური მოიცავდა სახლში ვიზიტებს იმ ქალბატონებთან, რომლებმაც ამ პროექტის ფარგლებში დახმარება მიიღეს. მედიის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ პროგრამის ფარგლებში დამონტაჟებული მზის პანელები და მზის წყლის გამაცხელებლები და ინფორმაცია მიეღოთ იაპონიასა და გაეროს განვიტარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობის შესახებ. პროექტის ქალმა ბენეფიციარებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პროექტმა საწვავი შეშის გამოყენების აუცილებლობა შეამცირა და გააუმჯობესა გარემო. ასევე, ისაუბრეს პროექტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე.
 
პრეს-ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა მრავალი სტატია და სატელევიზიო რეპორტაჟი, რომლის მეშვეობითაც იაპონიის განვითარების დახმარების პროექტის შესახებ ინფორმაცია მკითხველთა თუ მაყურებელთა ფართო სპექტრს მიეწოდა.


      
ელჩი იშიძუკას ინტერვიუ პრესასთან       მოწოდებული მძიმე ტექნიკა
 
     
გაშუქება სათბურის შესახებ              სათბური შიგნიდან
 
      
ინტერვიუ ქალ ბენეფიციარებთან           დამონტაჟებული მზის პანელი და წყლის გამაცხელებელი
 

მედია გაშუქება

1. TV Imedi
თარიღი:2024/7/29(2წთ 18წმ) 
ბმული:https://www.imedi.ge/ge/video/165705/proeqtebi-acharashi
2. TV Mtavari
რიცხვი:2024/7/30(დაახლ. 2წთ)
ბმული:https://www.myvideo.ge/tv/mtavari/2024-07-30/09:14:18
3. Inter Press News (ონლაინ გამომცემლობა)
თარიღი:2024/7/30
ბმული:https://www.interpressnews.ge/ka/article/807650-sakartveloshi-iaponiis-saelchos-organizebit-acharashi-pres-turi-gaimarta
4. Adjara TV
4-1. თარიღი:2024/7/29(1min 30 sec) 
ბმული:https://ajaratv.ge/article/136346
4-2. თარიღი:2024/7/30(1min 37 sec) 
ბმული:https://www.ajaratv.ge/article/136394
4-3. თარიღი:2024/7/30(6min 1 sec) 
ბმული:https://ajaratv.ge/article/136425
5. Batumelebi (ონლაინ გამომცემლობა)
5-1. თარიღი:2024/7/30 
ბმული:https://batumelebi.netgazeti.ge/news/537887/
5-2. თარიღი:2024/8/1 
ბმული:https://batumelebi.netgazeti.ge/news/538041/
5-3. თარიღი:2024/8/1(4min 21sec)
ბმული:https://www.facebook.com/watch/?v=508103031688124
6. Gazeti Adjaraგაზეთი
თარიღი:2024/7/30 
ბმული:Click
7. TV 12
თარიღი:2024/7/31(approx. 1min) 
ბმული:Click
8. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური
8-1. თარიღი:2024/7/30 
ბმული: Click
9. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი (ონლაინ)
თარიღი:2024/8/1 
ბმული: Click