იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი - განცხადებების მიღება (2025 წელი 9 მარტი)

2024/11/4

 
9 მარტს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, იაპონიის საელჩო საქართველოში იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსს  ჩაატარებს. ეს კონკურსი მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას გამოავლინონ თავიანთი იაპონური საუბრის უნარები, ასევე შეხვდნენ სხვა მოსწავლეებს, გაიღრმავონ ცოდნა იაპონიის შესახებ და განახლებული მოტივაციით განაგრძონ იაპონური ენის შესწავლა! განცხადების მიღების მოთხოვნები მოცემულია ქვემოთ.
 



 
ადგილი და დრო:
  • 9 მარტი, 2025 წელი, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მე-200 აუდიტორია
 
ლევანდელი თემა:
  • ამ ზაფხულს გაიამრთა პარიზის ოლიმპიადა და პარაოლიმპიადა, რომელზეც იაპონელი და ქართველი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობაში. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები სპორტის საშუალებით იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული გაცვლის ხელშეწყობის შესახებ.
  • ონისძიების ფორმატი: იაპონურ ენაზე სიტყვით გამოსვლა თითოეული კატეგორიის თემაზე
 
 
(1) განაცხადის გაიდლაინი/სახელმძღვანელო:
  • შინაარსი და წესები:
    • დამწყები დონის კატეგორია: დროის ლიმიტი - 3 წუთი (3წუთი - 3.5 წუთი მაქსიმუმი). დამწყების დონის თემა  「日本のスポーツ・ジョージアのスポーツ」※აირჩიეთ ერთ-ერთი
    • საშუალო დონის კატეგორია: დროის ლიმიტი - 4 წუთი (4 წუთი - 4.5 წუთი მაქსიმუმი). საშუალო დონის თემა  「日本人に知ってほしいジョージアのスポーツ」
    • მაღალი დონის კატეგორია: დროის ლიმიტი - 4 წუთი (4 წუთი - 4.5 წუთი მაქსიმუმი). მაღალი დონის თემა  「ジョージア人にとって武道(剣道、柔道、空手道、合気道等)の魅力とは」
 
შენიშვნები:
  • სიტყვის შინაარსად შეიძლება გამოყენებულ იქნას პირადი და პრაქტიკული გამოცდილება
  • სიტყვით გამოსვლისას ფურცლების/ჩანაწერების გამოყენების შემთხვევაში მოხდება ქულების დაკლება
  • სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ჟიურის წევრები მონაწილეებს დაუსვამენ 3 კითხვას. ასევე იქნება შეფასებული, თუ როგორ გასცემთ კითხვაზე პასუხს.
  • მონაწილეებმა მღერისაგან, ცეკვისაგან, პოეზიის კითხვისაგან და პრეზენტაციების გამოყენებისაგან თავი უნდა შეიკავონ
※საელჩო განახორციელებს ღონისძიების განმავლობაში ფოტო-ვიდეო გადაღებას, საელჩოს ვებ-გვერდისთვის. ასევე, შეიძლება ღონისძიებას დაესწრონ მედიის წარმომადგენლები.
※თუ კი კონკურსანტმა გადააჭარბა მისთვის მოცემულ დროის ლიმიტს, მას შეაჩერებენ და ის ვერ დაასრულებს ბოლომდე სიტყვით გამოსვლას.
※გამოგზავნილი ესეების განხილვისას შეიძლება შეიცვალოს კატეგორიები ან შეიძღუდოს კონკურსანტების რაოდენობა.
 
ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა:
 
10-12 კლასის მოსწავლეები, უნივერსიტეტის სტუდენტები, და მოზარდები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ საქართველოს მოქალაქეობა.
 
მონაწილეობის უფლება აქვს არა მხოლოდ უნივერსიტეტებში იაპონისტიკის (Japan Studies) პროგრამაზე მოსწავლეებს, არამედ იმასაც, ვინც სწავლობს კერძო ენის ცენტრებში, კერძო მასწავლებლებთან ან თვითნასწავლია.
 
ზრდასრულებისთვის, იაპონური ენის მასწავლებლებს (ან ვისაც ამის გამოცდილება აქვს) არ აქვთ მონაწილეობის მიღების უფლება.
 
წარსულში გამარჯვებულებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ იმავე კატეგორიაში (თუმცა,აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ უფრო მაღალ კატეგორიაში).
 
 
 
  • დამწყები დონის კატეგორია:
JLPT (Japanese Language Proficiency Test) N5 ან N4 დონე
       https://www.jlpt.jp/about/levelsummary.html

       JLCAT (Japanese Language Communication Ability Test) A1 ან A2 დონე
       ​https://jlcat.org/examination_details.html     
 
  • საშუალო დონის კატეგორია:
       JLPT (Japanese Language Proficiency Test) N3 დონე
       https://www.jlpt.jp/about/levelsummary.html

       JLCAT (Japanese Language Communication Ability Test) B1 დონე
       https://jlcat.org/examination_details.html  
 
  • მაღალი დონის კატეგორია:
    • ყველა, ვინც საშუალო დონეზე მაღლაა (ასევე ვრცელდება იმათზეც, ვინც გაცვლითი კურსით სწავლობდა იაპონიაში)
    • JLPT-ს სერტიფიკატის მფლობელებმა განაცხადის შევსებისას სერტიფიკატი უნდა წარადგინონ.


ამატებითი შენიშვნები:
  • მათ, ვისაც არ აქვთ JLPT სერტიფიკატი, შეფასდება იაპონური ენის შესწავლის ხანგრძლივობით
  • ვინც იაპონიაში ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა, ავტომატურად მოხვდება მაღალი დონის კატეგორიაში
  • ვინც იაპონიაში ერთ წელიწადზე ნაკლები ხნის განმავლობაში სწავლობდა, შეფასდება იაპონური ენის შესწავლის ხანგრძლივობით და ა.შ.
  • თუ თვითონ ვერ წყვეტთ, რომელ კატეგორიაში შეგიძლიათ მონაწილეობა, შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე.
  • ვისაც ზემოთ ჩამოთვლილი სერტიფიკატების გარდა სხვა აქვს მიღებული, გთხოვთ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე.

შეფასების კრიტერიუმები:
საელჩოს მიერ შერჩეული ჟიურის 3 წევრი, რომლებიც შეაფასებენ მონაწილეებს ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების მიხედვით. შეფასებითა და ქულის შეჯამებით, ჟიური გამოიტანს შემდგომ გადაწყვეტილებას.
 
ა: გამოსვლის შინაარსი (40 ქულა)
  • ორიგინალურობა (არა მხოლოდ საჯაროდ ცნობილი ფაქტები, არამედ გამომსვლელის პირადი მოსაზრებებიც. მესამე პირისთვისაც რამდენად საინტერესო იქნება მოცემული თემა)
  • არგუმენტაცია (რამდენად სიღრმისეულია თემის ანალიზი)
  • თემის სტრუქტურა და თანმიმდევრულობა (რამდენად ლოგიკურად სწორად და თანმიმდევრულად არის თემა აგებული)
ბ: წარდგენისა და მიწოდების უნარი (30 ქულა)
  • გამოთქმა (კონკურსანტი რამდენად კარგად და გასაგებად გამოთქვამს სიტყვებს)
  • წარდგენისა და მიწოდების უნარი (ნათლად და საინტერესოდ წარდგენის უნარი)
გ: კითხვებზე პასუხი (30 ქულა)
  • იაპონურად გამოთქმის უნარი (აზრების სათანადოდ და სწორად გადმოცემის უნარი)
  • კითხვის სწორად გააზრება და პასუხი (კითხვის სწორად გააზრების და შემდგომ შესაბამისი პასუხის გაცემის უნარი)
 
ჯილდოები:
I ადგილის სიგელი
II ადგილის სიგელი
III ადგილის სიგელი
სიგელი გაწეული ძალისხმევისთვის
სპეციალური ჯილდო
 
ღონისძიების პროგრამა
  1. გახსნის ცერემონია და კონკურის წესების ახსნა
  2. დამწყები დონის კონკურსანტების სიტყვით გამოსვლა
  3. მოკლე შესვენება
  4. საშუალო დონის კონკურსანტების სიტყვით გამოსვლა
  5. მოკლე შესვენება
  6. მაღალი დონის კონკურსანტების სიტყვით გამოსვლა
  7. შეფასება / შესვენება
  8. დაჯილდოების ცერემონია
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: culture@tb.mofa.go.jp