იაპონიის ელჩის, ბატონი იშიძუკას მიმართვა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე

2024/9/11

10 სექტემბერს, ელჩმა იშიძუკამ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარის, ქ-ნი ელისო ბოლქვაძის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო ბათუმში გამართულ შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც იუნესკოს მხარდაჭერით ტარდებოდა. ელჩი, მოწვეული სტუმრების სახელით, გალა კონცერტზე სიტყვით გამოვიდა.