ბატონი შოთა ხაბარელის დაჯილდოება იაპონიის ელჩის სიგელით

2024/9/19
2024 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ბატონ შოთა ხაბარელს, ვეტერან ძიუდოისტსა და იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ამჟამინდელ წევრს, იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა. სიგელი პირადად იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკამ რეზიდენციაში გამართულ ღონისჩიებაზე გადასცა.

ბატონი ხაბარელი 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქტიური ძიუდოისტი იყო და როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ახალგაზრდა ძიუდოისტების განვითარებაში. სპორტსმენები, რომლებთანაც ბატონი ხაბარელი მწვრთნელობის პერიოდში მუშაობდა, 2024 წლის ივლისში, პარიზის ოლიმპიადაზე, უკვე თავად გახდნენ მწვრთნელები და მოამზადეს ოქროს მედალოსნები, რითიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მომავალი თაობის განვითარებაში.

ელჩმა იშიძუკამ ბატონ ხაბარელს სიგელი გადასცა, ძიუდოს მეშვეობით იაპონია-საქართველოს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის პოპულარიზაციისთვის. ღონისძიებას ასევე დაესწრო საპატიო სტუმარი და პარიზის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი -  საფრანგეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი შერაზ გასრი, რომელმაც ასევე მიულოცა ბატონ ხაბარელს. ელჩმა იშიძუკამ ასევე გაცვალა მოსაზრებები ცერემონიაზე დამსწრე მედალოსნებთან.

※ იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეწყობაში.