ყოფილი კომუსუბის, ლევან ცაგურიას (კოკკაი) იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის 2024 წლის საპატიო სიგელით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა
2024/9/27
2024 წლის 27 სექტემბერს, ყოფილ კომუსუბის, ბატონი ლევან ცაგურიას (კოკკაი) იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის 2024 წლის საპატიო სიგელი გადაეცა. სიგელი პირადად იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა.
სუმოისტი რინგზე პირველად 2001 წელს გამოჩნდა და ცოტახანში კომუსუბის რანგამდე მიაღწია. ის ცნობილია როგორც პირველი ევროპელი სეკიტორი. 2012 წელს, სუმოდან გაცილების შემდეგ, უკვე საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის როლში, მან განაგრძო საქართველოში სუმოს პოპულარიზაცია და ახალგაზრდა მოჭიდავეების მომზადება. კოკკაი ასევე დაუღალავად მუშაობს საქართველოში სუმოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, მედიის საშუალებით გაზარდა მისი ხილვადობა და პოპულარობა, რამაც გამოიწვია სუმოს მოჭიდავეების რაოდენობის ზრდა. 8 აგვისტოს ის სუმოს მეშვეობით იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული გაცვლის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელით.
27 სექტემბერს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ მას გადასცა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელი სუმოს მეშვეობით იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობისთვის. ღონისძიებას ასევე დაესწრო საპატიო სტუმარი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი ალექსანდრე ხვთისიაშვილი. ელჩმა იშიძუკამ ასევე გაცვალა მოსაზრებები ცერემონიაზე დამსწრე სუმოისტებთან.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელის მთავარი მიზანია გამოხატოს პატივისცემა იმ ინდივიდებისა თუ ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაში.