ქალბატონი ნინო ჭანტურიას დაჯილდოება იაპონიის ელჩის სიგელით

2024/11/7
2024 წლის 6 ნოემბერს, იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის(JLCC) დირექტორს, ქალბატონ ნინო ჭანტურიას, იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა. სიგელი პირადად იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკამ რეზიდენციაში გამრთულ ღონისძიებაზე გადასცა.

ქალბატონი ჭანტურია, 2013-დან 2014 წლამდე, 1 წლის განმავლობაში სწავლობდა იაპონიაში, ხოლო 2015 წელს დაარსა იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი თბილისში. წლების განმავლობაში მან თავისი წვლილი შეიტანა საქართველოში იაპონური ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში, მათ შორის იაპონური ენის სწავლებითა და იაპონური კულტურის ფესტივალის „ნაცუმაცურის“ მეშვეობით, რომელმაც წელს 10 წლის იუბილე აღნიშნა.
 
ელჩმა იშიძუკამ ქალბატონ ჭანტურიას სიგელი გადასცა, იაპონური ენისა და კულტურის განათლების მეშვეობით იაპონია-საქართველოს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის. ელჩმა იშიძუკამ ასევე გაცვალა მოსაზრებები ცერემონიაზე დამსწრე იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან.
 
※ იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეწყობაში.