ონლაინ გამოფენა “Study in Japan Virtual Fair 2024”

2024/11/28

იაპონიაში სწავლით დაინტერესებული სტუდენტების საყურადღებოდ, “Study in Japan Virtual Fair 2024” ჩატარდება 2024 წლის 7 და 8 დეკემბერს.
 
ონლაინ გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 60-ზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის უნივერსიტეტებიც. ჩატარდება დაწესებულებების გაცნობითი შეხვედრები, კითხვა-პასუხის სესიები და ონლაინ ინდივიდუალური კონსულტაციები. დაბლა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ სკოლის გაცნობითი ვიდეომასალები და რელევანტური ინფორმაცია.
 
7 დეკემბერი, 2024 (შაბ.) 12:00~18:30 (საქართველოს დროით 07:00~13:30)
8 დეკემბერი, 2024 (კვრ.) 12:00~17:50 (საქართველოს დროით 07:00~12:50)
https://www.studyinjapan.jasso.go.jp