ქალბატონი ნანა გელაშვილისა და ბატონი იასუჰირო კოჯიმას დაჯილდოება იაპონიის ელჩის სიგელით
2024/12/26
2024 წლის 26 დეკემბერს, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ ნანა გელაშვილს, და ენათმეცნიერს, მთარგმნელს და ამავე უნივერსიტეტის ლექტორს, ბატონ იასუჰირო კოჯიმას იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცათ. სიგელი პირადად იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკამ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა.
პროფესორ ნანა გელაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტში იაპონური კულტურისა და იაონური ენის შესწავლის პოპულარიზაციაში, ასევე 2023 წელს თსუ-ში იაპონისტიკის ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბებაში. იგი ასევე მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს საელჩოსთან, საელჩოს მიერ ორგანიზებული კულტურული ონისძიებების ჩატარებაში.
ბატონი იასუჰირო კოჯიმა 20 წელზე მეტია მოღვაწეობს როგორც ენათმეცნიერი საქართველოში და თარგმნა იაპონიასთან და საქართველოსთან დაკავშირებული მრავალი წიგნი, რითაც წვლილი შეიტანა ლიტერატურასა და ენების საშუალებით იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებაში.
ელჩმა იშიძუკამ ქალბატონ გელაშვილსა და ბატონ კოჯიმას სიგელი გადასცა, კულტურული გაცვლის მეშვეობით იაპონია-საქართველოს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის.
※იაპონიის ელჩები ან კონსულები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ან რეგიონში ასრულებენ მისიას, აღნიშნულ სიგელს გადასცემენ იმ პირებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეწყობაში.