ელჩის ვიზიტი აომორის პრეფექტურაში

2025/4/1
24 მარტს, Იაპონიაში ვიზიტის დროს, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი ესტუმრა აომორის პრეფექტურის ქალაქებს, ტოვადასა და ჰაჩინოჰეს, სადაც გაცვალა მოსაზრებები “ტოვადა ბარაიაკის სემინარისა”და “ესტუმრე ჰაჩინოჰეს” მონაწილეებთან, რომლებიც მუშაობენ აომორის პრეფექტურის თემის აღდგენასა და საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების შესაძლო გზებზე და აგრეთვე ხელი შეუწყონ აომორის ადგილობრივი პროდუქტების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას . ელჩმა ასევე მოინახულა ადგილობრივი ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანა როკუნოჰეს ქალაქში და იაპონური საკეს სახდელი/სახარში ჰაჩინოჰეს ქალაქში.
25 მარტს, ელჩმა საპატიო გაცნობითი შეხვედრა გამართა მიმისავას მერთან, ბატონ კომიიამა  იოშინორისთან და ქალაქ ტოვადას მენეჯერთან, ქალბატონ საკურადა იურიკოსთან და განიხილეს იაპონიასა და საქართველოს შორის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
უნდა აღინიშნოს, რომ ბატონმა ჰატანაკა ჰიროიუკიმ, „ტოვადა ბარაიაკის სემინარის“ ხელმძღვანელმა, დიდი მხარდაჭერა გაუწია ამ მოგზაურობის დროს.