იაპონური ბაღის აღდგენის აღსანიშნავად ჩაის ცერემონია და კიოგენის დემონსტრაცია ჩატარდა

2025/4/4

4 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის იაპონურ ბაღში ჩატარდა ჩაის ცერემონია და კიოგენის დემონსტრაცია, ბაღის აღდგენის დასრულების აღსანიშნავად, იაპონიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანაორგანიზებით. Ღონისძიება ტარდებოდა „იაპონიის კვირეული საქართველოში 2025-ის“ ფარგლებში. 
ჩაის ცერემონიას უძღვებოდა ჩაის ოსტატი, ქალბატონი ტოშიკო ონერი (ჩაის ოსტატის სახელი „სოჰო“), ხოლო კიოგენის დემონსტრაციას ატარებდა მსახიობი, ქალბატონი იუ კომაკი (ორივე სტოკჰოლმში მოღვაწე).
ღონისძიების დაწყებისას, ბაღის დირექტორმა, ქალბატონმა ირინე დანელიამ, მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს ბაღის აღდგენაში გაწეული სხვადასხვა მხარდაჭერისთვის. იაპონიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, მის მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ბაღის განახლებაში მიიღო მონაწილეობა და გამოთქვა იმედი, რომ ბაღი კიდევ უფრო ცნობადი გახდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესის სფეროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ იაპონური ჩაის ცერემონიასა და კიოგენს.