ელჩი იშიძუკა BTU-ში გახსნის ცერემონიას დაესწრო

2025/5/16
2025 წლის 16 მაისს, ელჩმა ჰიდეკი იშიძუკამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), რექტორის, ნინო ენუქიძის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო და მისალოცი სიტყვა წარმოთქვა iamtheCODE ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიზე. ინსტიტუტი დაარსდა ორგანიზაცია iamthecode-ის მხარდაჭერით, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის გავრცელებას აფრიკასა და ზოგადად მსოფლიოში. ინიციატივა ეფუძნება უკრაინელი ქალი ლტოლვილებისთვის პროფესიული მომზადების პროგრამის წარმატებას, რომელიც UN Women-მა იაპონიის მთავრობის დამატებითი ბიუჯეტის სქემის ფარგლებში განახორციელა.