იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა სიტყვით გამოვიდა აჭარაში დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის საპილოტე პროექტის გახსნის ღონისძიებაზე

2025/6/3

3 ივნისს, იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი დაესწრო და სიტყვით გამოვიდა აჭარაში დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის საპილოტე პროექტის გახსნის ღონისძიებაზე. აღნიშნული პროექტი ხორციელდება იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით და მიზნად ისახავს დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის სერვისის გაუმჯობესებას — ორსულობიდან ადრეულ ბავშვობამდე ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის უწყვეტი აღრიცხვის გზით. 
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პროექტი წარმოადგენს იაპონიასა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობის ნათელ მაგალითს, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სფეროში.