პიანისტ უსუი ტოშიკისა და მისი დელეგაციის მიღება იაპონიის ელჩის რეზიდენციაში
2025/4/7
7 აპრილს იაპონიის ელჩის რეზიდენციაში პიანისტ ბატონ უსუი ტოშიკისა და მისი დელეგაციის საპატივცემო მიღება გაიმართა. დელეგაცია საქართველოში ვიზიტი იმყოფებოდა, რათა 8 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩაეტარებინა "ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი 2025" - კონცერტი კომპოზიტორის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავად, "იაპონიის კვირეული 2025 საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა.
მიღების ფარგლებში, დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, ასევე ქართველ მუსიკოსებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული კომპოზიტორთან.
მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა იშიძუკამ მადლიერება გამოხატა ბატონი უსუის მიმართ, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში პოპულარიზაციას უწევს ვაჟა აზარაშვილის კომპოზიციებს და მუსიკის მეშვეობით დიდი წვლილი შეიტანა იაპონურ-ქართულ კულტურულ ურთიერთობებში.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვიცე-რექტორმა, ქალბატონმა ნინო კასრაძემ, მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოსა და მაესტრო უსუის მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ღონისძიების დასასრულს ბატონმა უსუიმ შეასრულა ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები ფორტეპიანოსთვის, რასაც მოჰყვა სადღეგრძელო საკეთი.