ელჩი იშიძუკა სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი "საჩუქარის" გახსნის ცერემონიაზე, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა იაპონიის ქორეოგრაფიული დასის "სანკაი ჯუკუს" წარმოდგენით
2025 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი” 2025 გაიხსნა იაპონური ბუტოს საცეკვაო დასის „სანკაი ჯუკუს“ მიერ „მეგურის“ წარმოდგენით, რომელიც იაპონიის კულტურის საქმეთა სააგენტოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
მისასალმებელ სიტყვაში, იაპონიის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს და ხაზი გაუსვა “სანკაი ჯუკუს” ფესტივალ „საჩუქარში“ მონაწილეობის მნიშვნელობას, როგორც იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობის შესანიშნავ მაგალითს.
აღსანიშნავია, რომ „სანკაი ჯუკუ“ ფესტივალი „საჩუქარის“ ფარგლებში პირველად 2017 წელს წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე.


