კინორეჟისორი, ქ-ნი ლანა ღოღობერიძე ოქროს სხივებითა და ვარდით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენით დაჯილდოვდა
2025/11/3
2025 წლის 3 ნოემბერს იაპონიის მთავრობამ, იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ გაცვლასა და ურთიერთგაგების განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ქ-ნ ლანა ღოღობერიძეს ოქროს სხივებითა და ვარდით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენი მიანიჭა.
ქ-მა ღოღობერიძემ 1987 წელს ფილმ „ორომტრიალისთვის“ ტოკიოს მეორე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა. Ასევე, 2019 წელს იაპონიაში აჩვენეს „ოქროს ძაფი“ (2019) - ფილმი, შთაგონებული იაპონური კერამიკის გამთლიანების ტრადიციული ტექნიკით „კინცუგით“ (ოქროთი შეკეთება). Ამ ნამუშევრებით მან დიდი ყურადღება გამოიჩინა იაპონური ტრადიციული კულტურის მიმართ.
ამომავალი მზის ორდენი დაარსდა 1875 წელს და წარმოადგენს იაპონიის მთავრობის მიერ მინიჭებულ პირველ ეროვნულ ჯილდოს. ორდენის დიზაინი მოიცავს ამომავალი მზისგან გამომავალ სხივებს და მას თან ერთვის დეკორატიული ელემენტი, რომელიც პავლოვნიის ყვავილისა და ფოთლის ფორმით არის შესრულებული. ამ ჯილდოს იღებენ ის პიროვნებები, რომლებიც განსაკუთრებულად ემსახურებიან სახელმწიფოს ან საზოგადოებას, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იაპონიასა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში.

© გელა მეგრელიძე