ელჩი იშიძუკა „ერთი სოფელი - ერთი პროდუქტი“ (OVOP) მაღაზიის გახსნას დაესწრო
2025/12/2
30 ნოემბერს, იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი დაესწრო “ერთი სოფელი - ერთი პროდუქტი” (OVOP) მაღაზიის გახსნას და მისალოცი სიტყვით გამოვიდა. “ერთი სოფელი - ერთი პროდუქტის” მოძრაობა იაპონიის ოიტას პრეფექტურაში 1960-70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ამ ინიციატივის მიზანია რეგიონების რევიტალიზაცია და ეკონომიკური თვითდამკვიდრება გამორჩეული ადგილობრივი პროდუქციის წინწამოწევითა და მათი შიდა და საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის გზით.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) წელს დაიწყო საქართველოში მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ეფუძნება OVOP-ის კონცეფციას. ამ მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი მიმზიდველი და მაღალი ხარისხის პროდუქცია საქართველოს სხვა და სხვა რეგიონიდან. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ურთიერთგაგების გაღრმავებასა და იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.
OVOP Shop: თბილისი, აკაკი შანიძის ქ. #15
სამუშაო საათები: 11:00-20:00