იაპონიის ელჩი, ბატონი იშიძუკა თბილისის ქართული სასწავლებლის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

2025/12/2
29 ნოემბერს, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი დაესწრო თბილისის ქართული სასწავლებლის დაარსებიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებას და სიტყვით გამოვიდა.
2025 წლის აპრილში, სკოლის დირექტორი, ქ-ნი ეთერ სვანიძე იაპონური ენის განათლების განვითარებაში და იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის  დაჯილდოვდა ოქროს სხივებითა და ვარდით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენით. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის თებერვალში თბილისის ქართული სასწავლებელი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა. მიმდინარე წელს სკოლაში იაპონური ენის სწავლების 30 წლის იუბილე აღინიშნება.