ელჩი იშიძუკა დაესწრო იაპონელი ქართველოლოგისა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი მაედას ფოტოგამოფენის - „კავკასიისა და კავკასიური სამყაროს შესწავლა, 1995–2015“ ოფიციალურ გახსნას
2 დეკემბერს, ელჩი იშიძუკა ჰიდეკი დაესწრო იაპონელი ქართველოლოგისა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენის -„კავკასიისა და კავკასიური სამყაროს შესწავლა, 1995–2015“ საზეიმო გახსნას.
გამოფენა იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ფონდი ლირას მიერ ორგანიზებული შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.
გამოფენა წარმოადგენს პროფესორ მაედას ოცდაათწლიანი კვლევის ვიზუალურ ქრონიკას საქართველოს ისტორიის, კულტურისა და იდენტობის შესახებ. მისი ფოტოები ასახავს საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობას, სადაც აღბეჭდილია ლანდშაფტები, ადგილობრივი თემები და ქართულ-კავკასიური სამყაროს ცოცხალი მემკვიდრეობა.
გამოფენა გაგრძელდება 2025 წლის 6 დეკემბრამდე.


