ელჩმა იშიძუკამ სიტყვა წარმოთქვა გამოფენის „იჩირო კიკუტა - სუმი-ეს სული, იაპონური მელნის ფერწერა“ ოფიციალურ გახსნით ღონისძიებაზე

2025/12/3

2025 წლის 3 დეკემბერს, ელჩმა იშიძუკამ გახსნითი სიტყვა წარმოთქვა აჭარის ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენის „იჩირო კიკუტა: სუმი-ე-ს სული“ ოფიციალურ გახსნაზე.
გამოფენა იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით, ფონდი ლირას მიერ ორგანიზებული შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილია ოკინაველი მხატვრის, იჩირო კიკუტას, მელნითა და ვოშით შესრულებული 17 ნამუშევარი.

გამოფენა წარმოადგენს ოკინაველი მხატვრის პირველ პერსონალურ  გამოფენას საქართველოში და გაგრძელდება 2025 წლის 6 დეკემბრამდე.