ელჩმა იშიძუკამ სიტყვა წარმოთქვა შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ მაესტრო ტოშიკი უსუის კონცერტზე

2025/12/3
3 დეკემბერს, ელჩმა იშიძუკა ჰიდეკიმ სიტყვა წარმოთქვა მაესტო უსუის კონცერტზე, რომელიც შავი ზღვის მე-12 საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალზე იაპონიის დღის ფარგლებში გაიმართა. მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა იშიძუკამ ხაზი გაუსვა მაესტრო უსუის საქართველოში დაბრუნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა მისი მეგობრობა მსოფლიოში ცნობილ ქართველ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილთან, ვისი მუსიკაც მაესტრომ შეასრულა, ჩაწერა და წარუდგინა მსმენელებს მთელ იაპონიასა და მის ფარგლებს გარეთ. მაესტრო უსუიმ ასევე შეასრულა საკამოტო რიუიჩის საიდუმლო ნაწარმოები, რაც ასახავს იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ კავშირს.