იაპონიის საელჩოს ორგანიზებით რიგით მესამე იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი გაიმართა

2025/12/16
14 დეკემბერს, საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში რიგით მესამე იაპონურად სიტყვით გამოსვლის კონკურსი ჩატარდა. კონკურსი ტარდება 2023 წლიდან და მიზნად ისახავს მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინონ იაპონური ენის შესწავლის ყოველდღიური შრომის შედეგები, გააზიარონ იაპონური ენის სწავლის პროცესში მიღებული გამოცდილება და ცოდნა, და ასევე ხელი შეუწყოს იაპონური კულტურის უკეთ გაცნობას. 21 კონკურსანტმა თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან მიიღელს წელს მონაწილეობა. Ღონისძიების დასასრულს იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ სიტყვით მიმართა დამსწრეებს და გამარჯვებულებს გადასცა სერტიფიკატები.
 
კონკურსი სამ კატეგორიად იყო დაყოფილი: დაწყებითი (სკოლის მოსწავლეები), დაწყებითი (უნივერსიტეტის სტუდენტები და ...) და საშუალო-მაღალი დონე. თითოეული მათგანის თემა და შედეგები იხილეთ დაბლა:
 
დაწყებითი დონე (სკოლის მოსწავლეები):
I ადგილი - მატიაშვილი თამარი II ადგილი - ყიფიანი ელენუკი III ადგილი - ქურდიანი ანდრია
სიგელი გაწეული ძალისხმევისთვის - დგებუაძე ელისაბედ
 
დაწყებითი დონე (უნივერსიტეტის მოსწავლეები და უფროსები):
I ადგილი - კრიჭაშვილი მარიამ
II ადგილი - სტურუა ბაია
III ადგილი - მოლაშხია ნიტა
სიგელი გაწეული ძალისხმევისთვის - ნემსაძე გიგი
 
საშუალო-მაღალი დონე:
I ადგილი - ჯუღელი ნინო
II ადგილი - სანაძე მარიამ
III ადგილი - ზალიკიანი ანნა
სიგელი გაწეული ძალისხმევისთვის - შინჯიკაშვილი მირანდა
სიგელი გაწეული ძალისხმევისთვის - ლალუაშვილი ვახტანგი