ქალბატონი კარენ მაკიშიმას, იაპონიის პარლამენტის წევრის, და ბატონი ჰიდეტო კავასაკის, ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ვიზიტი

2025/12/26
იაპონიის ელჩი ჰიდეკი იშიძუკა, პარლამენტის წევრ ქალბატონ კარენ მაკიშიმასთან (ყოფილი ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი) და ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრ ბატონ ჰიდეტო კავასაკისთან ერთად, რომლებიც 20-23 დეკემბერს საქართველოში იმყოფებოდნენ, გამართეს შეხვედრები საქართველოს ოფიციალურ პირებთან. ქვემოთ წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია ვიზიტის შესახებ:

(1) 20 დეკემბერს ელჩი იშიძუკა, ქალბატონ მაკიშიმასთან და ბატონ კავასაკისთან ერთად, ეწვია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს (BTU). შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორთან, ქალბატონ ნინო ენუქიძესთან, განიხილეს თანამშრომლობა ციფრული ტექნოლოგიების სფეროში და ისაუბრეს მომავალში იაპონიის კვლევით ინსტიტუტებთან და კომპანიებთან თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ. გარდა ამისა, გაცვალეს მოსაზრებები დისტანციურად დასაქმებულ და საქართველოში მცხოვრებ იაპონელ დარგის სპეციალისტთან და იაპონიის საზღვარგარეთის თანამშრომლობის მოხალისეების (JOCV) წევრებთან.

რექტორმა ენუქიძემ ასევე აღნიშნა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, BTU-მ განახორციელა პროგრამა, რომელიც უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერებასა და IT უნარების შესწავლას ემსახურებოდა.



(2) 22 დეკემბერს ელჩი იშიძუკა, ქალბატონ მაკიშიმასთან და ბატონ კავასაკისთან ერთად, შეხვდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს (საქართველო-იაპონიის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი) და პარლამენტის წევრს, ბატონ ირაკლი მეზურნიშვილს (საქართველო-იაპონიის მეგობრობის ჯგუფის წევრი). შეხვედრაზე განიხილეს იაპონიასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარება, საპარლამენტთაშორისო მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება.



(3) 23 დეკემბერს ელჩი იშიძუკა, ქალბატონ მაკიშიმასთან და ბატონ კავასაკისთან ერთად, შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ ალექსანდრე ხვთისიაშვილს და განიხილეს იაპონია-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა, თანამშრომლობა კატასტროფების პრევენციისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში, ასევე სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის მსოფლიო მებაღეობის გამოფენა - იოკოჰამა 2027.



(4) გარდა ამისა, ქალბატონმა მაკიშიმამ და ბატონმა კავასაკიმ შეხვედრები გამართეს შემდეგი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან: კურორტების განვითარების სააგენტო, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), კომპანია „Silknet JSC“, იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სახლი.