ოქროს სხივებითა და ვარდით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენით დაჯილდოების ცერემონია - ქ-ნი ლანა ღოღობერიძე, კინორეჟისორი
2025/12/26
25 დეკემბერს, იაპონიის ელჩმა ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, კინორეჟისორს, ქ-ნ ლანა ღოღობერიძეს, როოგრც 2025 წლის შემოდგომის უცხოელი მოქალაქეების ორდენის ერთ-ერთ მიმღებს, ოქროს სხივებითა და ვარდით დამშვენებული ამომავალი მზის ორდენი გადასცა.
ქ-მა ღოღობერიძემ 1987 წელს ფილმ „ორომტრიალისთვის“ ტოკიოს მეორე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა. ასევე, 2019 წელს იაპონიაში აჩვენეს „ოქროს ძაფი“ (2019) - ფილმი, შთაგონებული იაპონური კერამიკის გამთლიანების ტრადიციული ტექნიკით „კინცუგით“ (ოქროთი შეკეთება). ამ ნამუშევრებით მან დიდი ყურადღება გამოიჩინა იაპონური ტრადიციული კულტურის მიმართ.
ელჩმა იშიძუკამ დააფასა ქ-ნი ლანას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ გაცვლასა და ურთიერთგაგების განვითარებაში შეტანილი წვლილი და გადასცა ორდენი და დიპლომი, რისთვისაც ქ-ნმა ლანამ გულწრფელი მადლიერება გამოხატა.