ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის წიგნების გადაცემის ცერემონია
20 თებერვალს, იაპონიის ელჩი საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის წიგნების გადაცემის ცერემონიას დაესწრო. „Read Japan Project”-ის ფარგლებში, უნივერსიტეტს, იაპონიის შესახებ 93 ინგლისურენოვანი წიგნი გადაეცა, რომელიც მიზნად ისახავს იაპონიის შესწავლას მთელი მსოფლიოს მასშტაბით წიგნების საშუალებით.
ცერემონიას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, დოქტორი ტიტე აროშიძე, იაპონური ენის მასწავლებელი და იაპონური ენის შემსწავლელი სტუდენტები.
რექტორის, დოქტორ აროშიძის მიერ გამოთქმული მადლიერების სიტყვის შემდეგ, ელჩმა იშიძუკამ გამოხატა მადლიერება უნივერსიტეტთან თანამშრომლობიშთვის. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ გადმოცემული წიგნები კიდვ უფრო გააღრმავებს იაპონიის მიმართ იმნტერესსა და მის შესახებ ცოდნას და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში იაპონური ენისა და კულტურის შესწავლის მოტივაციის ამაღლებას სტუდენტებში.



