იჩირო კიკუტას იაპონური მელნით შესრულებული მხატვრობის გამოფენის გახსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში

2026/2/24
17 თებერვალს, ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა გამოფენის - "იჩირო კიკუტა: სუმი-ე-ს სული, იაპონური მხატვრობა მელნით" - გახსნაზე. გამოფენა ორგანიზებულია “საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა” და "ღვინის კოლექცია საქართველოს" მიერ, საქართველოში იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ოკინაველი მხატვრის, იჩირო კიკუტას მიერ შესრულებული 17 იაპონური ნამუშევარი მელნით.

აღნიშნული გამოფენა, ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი 2025-ის ფარგლებში აჭარის ხელოვნების მუზეუმში საზეიმო გახსნისა და თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში რიგით მე-9-ე ხელნაკეთი პრინტის ფესტივალის შემდეგ წარმოადგენს ოკინაველი მხატვრის, იჩირო კიკუტას, მესამე გამოფენას საქართველოში.

იაპონური მელნით მხატვრობის გამოფენა გაგრძელდება 2026 წლის 20 მაისამდე.