იაპონური ჩაის ცერემონია და ჩაის დეგუსტაცია საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „საკურას დღესასწაულზე“
2023/4/10

9 აპრილს იაპონიის ელჩის მეუღლემ ქალბატონმა იმამურამ იაპონური ჩაის ცერემონია ჩაატარა საქართველოს ეროვნული ბოტანუკური ბაღის „საკურას დღესასწაულზე“. ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ქალბატონმა დანელიამ დააგემოვნა იაპონური ტრადიციული ჩაი და გაეცნო იაპონურ კულტურას. დამსწრე საზოგადოებისთვის შესაძლებელი იყო იაპონური ჩაის დაგემოვნება. დასასრულს, იაპონიის ელჩმა და მისმა მეუღლემ ბოტანიკურ ბაღში საკურას ხეები დარგეს.