იაპონიის ვიზა
2023/7/21
იაპონიის ვიზა
განაცხადი იაპონიის ერთჯერადი ვიზისთვის
(საქართველოს მოქალაქეები)
განაცხადი იაპონიის ერთჯერადი ვიზისთვის
(საქართველოს მოქალაქეები)
ხშირად დასმული კითხვები
(1) სად ვნახო ინფორმაცია იაპონიის ვიზის შესახებ?
- აქ თქვენ ნახავთ ვიზის განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტების ნუსხას.
- ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას იმ კატეგორიის ვიზის შესახებ, რომელსაც ითხოვთ.
- შეაგროვეთ საჭირო დოკუმენტები.
- კარგად დაგეგმეთ მოგზაურობა და ისე შეადგინეთ ინდივიდუალური სამოგზაურო გეგმა (Travel Itinerary)
- დაგვიკავშირდით საკონსულოში ვიზიტის ჩასანიშნად: 275 21 11/ 275 21 14
ვიზის აპლიკანტების საყურადღებოდ
არასრულყოფილი განაცხადი არ მიიღება
„არასრულყოფილი“ ნიშნავს იმ დოკუმენტების არ ქონას, რომლებიც მითითებულია, როგორც საელჩოს ასევე იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
(2) ვის შეუძლია ვიზის განაცხადის შემოტანა საქართველოში?
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ იაპონიის საელჩო საქართველოში იღებს სავიზო განაცხადებს საქართველოს მოქალაქეებისგან. უცხოეთის მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ბინადრობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ყველა სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად.
(3) რამდენი დრო სჭირდება იაპონიის ვიზის მიღებას? სტანდარტული განხილვის პერიოდი გრძელდება ხუთი სამუშაო დღე.
(4) სავიზო მოსაკრებელი
საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.
(5) ჩემი გამგზავრების თარიღი ახლოვდება, შეიძლება გასცეთ ვიზა რაც შეიძლება მალე?
ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას ვიზის განაცხადის დადებით ან უარყოფითი პასუხის გაცემაზე, სანამ არ დასრულდება განაცხადის განხილვა. განაცხადის განხილვა ხდება იმ თანამიმდევრობით, როგორც ჩავიბარეთ დოკუმენტები. გთხოვთ მიმართეთ საკონსულო განყოფილებას ჩასაწერად დოკუმენტების შეგროვების შემდეგ დროულად, სულ მცირე სამი კვირით ადრე.