იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების მეორე რაუნდი იწყება
2018/3/9
(არაოფიციალური თარგმანი)
1. 12-14 მარტს, თბილისში გაიმართება იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების მეორე რაუნდი.
2. იაპონიის მხრიდან მოლაპარაკებას გამართავენ აცუში ნამბა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონთან ეკონომიკურ საკითხებში მოლაპარაკებების პასუხისმგებელი პირი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები, საქართველოს მხრიდან კი გენადი არველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
3. ორივე მხარე იმედოვნებს, რომ დროულად იქნება მიღწეული შეთანხმება ორმხრივი ინვესტიციების შესახებ.
(დამატებითი ინფორმაცია)
2017 წლის ივნისში, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძესა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფუმიო კიშიდას შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იაპონიასა და საქართველოს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარკების დაწყების თაობაზე. იაპონიისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ საქართველო-იაპონიის ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასაყვანად.