იაპონიის ელჩის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან
2019/12/26
25 დეკემბერს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ტადაჰარუ უეჰარა შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ დავით ზალკალიანს.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის და მიღწეული წარმატებების შესახებ, რაც განხორციელდა ამ წელს მაღალი რანგის ვიზიტების, ბიზნეს-ფორუმების, ორმხრივი შეხვედრების და ა.შ. სახით.
შეხვედრა გაიმართა იაპონიის მოხალისეთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამის ნოტების გაცვლის გზით შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიამდე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და შეთანხმდნენ ზემოაღნიშნული პროგრამის ეფექტური განხორციელებისთვის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე.
აგრეთვე, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ცხინვალის რეგიონი / სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხზე. იაპონიის ელჩი ადასტურებს იაპონიის მდგრად პოზიციას, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში, აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის როგორც ქვეყანაში, ასევე მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. იაპონიის ელჩი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს მოქალაქე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა "სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ" და 20 დეკემბერს "შეუფარდა" 1 წლით და 9 თვით პატიმრობა. ელჩმა განაცხადა, რომ იაპონია უერთდება საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნას ექიმი გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესახებ და იმედოვნებს, რომ მალე დაბრუნდება ოჯახს.