იაპონია-საქართელოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში
2023/5/24
4-7 მაისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენს იაპონიის პარლამენტის წევრი ბატონი იჩირო აისავა (იაპონია-საქართელოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე) და იაპონიის პარლამენტის წევრი ბატონი მასააკი ტაირა (იაპონია-საქართელოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი).
ვიზიტის ფარგლებში მოეწყო შემდეგი ღონისძიებები:
(1)5 მაისს იაპონიის პარლამენტის წევრებმა, ბატონმა აისავამ და ბატონმა ტაირამ შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ბატონ შალბა პაპუაშვილთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე და ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე.

(2)იმავე დღეს, დეპუტატები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის სხვა წევრებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს გარშემო არსებული საერთაშორისო და რეგიონული ვითარება, იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარება და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის შემდგომი გაძლიერება.

(3)იმავე დღეს, სტუმრები ეწვივნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ტექნოლოგიურ პარკს საქართველოში, რომელიც ემსახურება ინოვაციების ეკოსისტემის მხარდაჭერას. ვიზიტის შემდეგ გაიმართა სადილი-შეხვედრა GITA-ს ხელმძღვანელებთან და IT კომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები იაპონია-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობებისა და ბიზნესის შესახებ.

(4) ამის შემდეგ, ბატონი აისავა და ბატონი ტაირა შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს. მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს იაპონია-საქართველოს ურთიერთობები, გლობალური და რეგიონული საკითხები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

(5) იმავე დღეს, ბატონი იჩირო აისავა ეწვია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი საბჭოს (UNHCR) საქართველოს ოფისს და ესაუბრა მის წარმომადგენელს, ბატონ კემლინ ფურლის საქართველოში ლტოლვილთა საკითებში არსებულ ვითარებაზე. პარალელურად, ბატონი მასააკი ტაირა ეწვია იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნო ერთი ფანჯრის პრინციპს, რომელიც გულისხმობს მრავალი ადმინისტრაციული პროცედურის შესრულებას ერთ სივრცეში.

(6) 6 მაისს დელეგაციის მონაწილეები ევროკავშირის ადგილობრივ დამკვირვებლებთან (EUMM) ერთად ეწვივნენ ოკუპირებულ ცხინვალთან (სამხრეთ ოსეთთან) არსებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს (ABL).ამის შემდეგ, ორივე წევრი ეწვია სოფელ ზემო ნიქოზს და მოინახულა სოფელი ნიქოზის კლინიკა, რომელიც აღჭურვილია იაპონიის მთავრობის საგრანტო დახმარების ფარგლებში. იაპონური მხარის სახელით სიტყვა წარმოთქვა ბატონმა აისავამ კლინიკის თანამშრომლებმა კი მადლიერება გამოხატეს იაპონიის მთავრობის მიმართ.