იაპონიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის ვიზიტი საქართველოში
2023/8/7
1-დან 3 აგვისტომდე, საქართველოს სტუმრობდა იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ონიში ჰიდეო, წარმომადგენელთა პალატის კაბინეტის კომიტეტის თავმჯდომარე. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ წარმომადგენელთა პალატის წევრები: ინოუე შინჯი, აოიაგი იოიჩირო, ფუჯიი ჰისაიუკი და ასანო სატოში. ვიზიტის ფარგლებში:
(1) პირველ აგვისტოს დელეგაცია (საქართველოში იაპონიის ელჩის, იშიძუკა ჰიდეკისა და სხვა წევრების თანხლებით) შეხვდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ირგვლივ არსებული საერთაშორისო და რეგიონული ვითარება, იაპონიასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარება და ორივე ქვეყნის პარლამენტებს შორის გაცვლითი ურთიერთობები.
(2) იმავე დღეს, დელეგაცია (საქართველოში იაპონიის ელჩის, იშიძუკა ჰიდეკისა და სხვა წევრების თანხლებით) შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილა იაპონია-საქართველოს ურთიერთობების არსებული მდგომარეობა, გლობალური და რეგიონული ვითარება და ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობა.
(3) 2 აგვისტოს დელეგაციის წევრები, საქართველოში იაპონიის საელჩოს თანამშრომლებთან და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს.