შეხვედრა ელჩის ოფიციალურ რეზიდენციაში „იაპონია-საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის თაობაზე აზრთა გაცვლის შესახებ“

2024/7/19
 

იაპონიის საელჩომ საქართველოში 18-20 ივლისს გამართა სხვადასხვა ღონისძიება თემაზე „იაპონიისა და საქართველოს ადგილობრივ თემებს შორის საერთაშორისო გაცვლა და თანამშრომლობა“.
 
18 ივლისს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ თავის რეზიდენციაში უმასპინძლა შეხვედრას „რეგიონული თანამშრომლობის“ თემაზე ადგილობრივი სამზარეულოს მეშვეობით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონში მომუშავე იაპონელ მოხალისეთა საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები(JOCV), მათ შორის ივატეს პრეფექტურის ქალაქ ოშუს მაცხოვრებელი, ბატონი მიცუგუ კამეი (ადმინისტრაციული სამსახური) და ასევე ბატონი ჰატანაკა ჰიროიუკი, „ტოვადა ბარაიაკი სემინარის“ წარმომადგენელი და სხვა წევრები, რომლებიც ჩართულნი არიან „ქალაქის აღორძინების პროექტში“ აომორის პრეფექტურის ქალაქ ტოვადაში.
ელჩმა სიტყვით მიმართა იაპონიასა და საქართველოს შორის რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მნიშვნელობას. ბატონმა გიორგი სვანიძემ, საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ბ-მა მორი ჰიროიუკიმ, JICA-ს მუდმივმა წარმომადგენელმა თბილისში და ბ-ნმა მაცუნო კოჯიმ, Toyota Caucasus-ის პრეზიდენტმა სხვა სტუმრებთან ერთად გაცვალეს მოსაზრებები იაპონია-საქართველოს რეგიონული აღორძინების მიზნით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.