კულინარიულ აკადემიაში ლექცია თემაზე „ტოვადა ბარაიაკი: ქალაქის აღორძინება ლოკალური კერძებით“ გაიმართა

2024/7/19
19 ივლისს, იაპონიის ელჩმა, ბატონმა იშიძუკა ჰიდეკიმ, კულინარიული აკადემიისა და იაპონია-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თანაორგანიზებით, გახსნა ლექცია თემაზე „რეგიონული თანამშრომლობა“, კერძოდ „ტოვადა ბარაიაკი: ქალაქის აღორძინება ადგილობრივი სამზარეულოს მეშვეობით“. „ტოვადა ბარაიაკი სემინარი“ არის ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია აომორის პრეფექტურის ქალაქ ტოვადას აღორძინების პროექტით, ადგილობრივი კერძის „ტოვადა ბარაიაკის“ მეშვეობით.
 
ლექციის დასაწყისში ელჩმა ისაუბრა იაპონიასა და საქართველოს მდიდარი რეგიონალური კულინარიული კულტურის მეშვეობით, ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. როგორც ღონისძიების თანაორგანიზატორი, სიტყვით გამოვიდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ვახტანგ ლეჟავაც. ლექცია ჩაატარა „ტოვადა ბარაიაკი სემინარის“ დირექტორმა ბ-ნმა ჰატანაკა ჰიროიუკიმ, რასაც მოყვა კერძის დამზადების დემონსტრაცია. ახლად დამზადებული ბარაიაკი მიართვეს ფაკულტეტის წევრებს და სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ იაპონურს თავისუფალ უნივერსიტეტში, ასევე კულინარიის აკადემიის სტუდენტებსა და პროფესორებს, რათა გაეცნოთ იაპონური კულინარიული კულტურა და ქალაქის აღორძინების კონცეფცია.