იაპონიის ელჩის, ბატონი იშიძუკა ჰიდეკის სიტყვით გამოსვლა ბათუმში „იაპონური კულტურის ფესტივალზე“
28 ივლისს, იაპონიის ელჩი საქართველოში, ბატონი იშიძუკა ჰიდეკი დაესწრო ბათუმში გამართულ “იაპონური კულტურის ფესტივალს“. ფესტივალზე, რომელიც გაიხსნა ქართულ-იაპონური ჰიმნების ფონზე, იაპონურ სიმღერებთან ერთად წარმოდგენილ იქნა ქართული ცეკვა აჭარული და იაპონური ორთაბრძოლის სახეობა, კარატე.
დასაწყისში, იაპონიის ელჩმა ისაუბრა იაპონია-საქართველოს შორის არსებულ კავშირზე, იაპონურ სამზარეულოზე "ვაშოკუ" და ქართული ქვევრის ღვინის დამზადების წესზე, რომელთაგან ორივე 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში იქნა შეტანილი. შემდეგ კი იაპონური კალიგრაფიით, შოდოთი შეასრულა "კოკორო", იგივე გულის იეროგლიფი. ელჩმა აღნიშნა, რომ ბათუმი იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი ევროპაში, სადაც დაიწყო იაპონური ბაღის მშენებლობა, ხაზი გაუსვა ბათუმის როლს, საქართველოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციაში და მოიხსენია ის, როგორც კულტურული გაცვლის ადგილი და ორი ქვეყნის დამაკავშირებელი "გული". ელჩმა ასევე ისაუბრა იაპონია-საქართველოს შორის კულტურული გაცვლის შემდგომი ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.